“სალომე ზურაბიშვილი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება” – კობახიძე პრეზიდენტს პასუხობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი განმარტავს, რატომ დაიგეგმა ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიის ჩატარება დახურულ სივრცეში. მისი თქმით, აგვისტოში, მაშინ, როცა დედაქალაქიდან გასულია მოსახლეობის დიდი ნაწილი, ოლიმპიელებისთვის საკადრისი მუხტი ვერ შეიქმნებოდა. ის ამბობს, რომ დაჯილდოების ცერემონიების სასახლეში ჩატარება არ გამირიცხავს მომავალში სხვა ტიპის ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპასუხოდ კი, რომელმაც მთავრობის დაგეგმილ დახურულ ღონისძიებაში მონაწილეობა არ ისურვა და თავად დააანონსა სახალხო ზეიმის მოწყობა, კობახიძე ამბობს, რომ “ის ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება”.
“რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ტრადიციულად, ტარდებოდა ხოლმე ასეთ რეჟიმში, როგორც დღეს არის დაგეგმილი. რაც შეეხება საჯარო ღონისძიებას – ასეთ რამესაც განვიხილავთ ჩვენ. ერთადერთი პრობლემა არის, რომ არის აგვისტოს თვე. შესაბამისად, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანი არის გასული. ასეთ დროს, შეიძება ის მუხტი ვერ შეიმქნას, როგორიც ეკუთვნის ჩვენს ოლიმპიელებს. თუმცა, ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ღონისძება არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძებებს, რომლებიც შეიძლება გაიმართო საჯარო სივრცეში. იმ განცხადებებს აღარ გამოვეხმაურები. კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლილებაა, რასა ცდილობს []. ხალხის, მე მგონი, სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და ის ხალხის რისხვას, საბოლოო ჯამში, ვერ გადაურჩება. მე ასე მგონია. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი და მოუწევს, თვალი თვალსი გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, პასუხი უნდა აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც სჩადის მუდმივ რეჟიმში”, – განაცხადა მ.
კობახიძის ბრიფინგამდე სამი საათით ადრე შეხვდა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილი. მან დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც მთავრობის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს. პირველი მიზეზი არის ის, რომ ღონისძიება დახურულ სივრცეში იმართება “და არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია”. მეორე მიზეზად ზურაბიშვილმა პარაოლიმპიელები დაასახელა, რომლებსაც ასპარეზობა ჯერ არ დაუწყით. პრეზიდენტი დისკრიმინაციად მიიჩნევს მათი ასპარეზობის დაწყებამდე დანარჩენი ოლიმპიელების დაჯილდოებას.
ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონია დღეს, 15 აგვისტოს, 20 საათზე, ცერემონიების სასახლეში [პრეზიდენტის ყოფილი სასახლე] გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია მთავრობის ადმინისტრაცია. მას დაესწრებიან როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წევრები, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. ასევე, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების დახვედრა, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ღია სივრცეში თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მას ათასობით ადამიანი დაესწრო. ზეიმისას მოხდა ინციდენტიც – როცა სცენაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავიდა, შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი მას შეძახილებითა და სტვენით შეხვდა, სალომე ზურაბიშვილს კი – ტაშით. “ოცნების” ლიდერებისა და თავად კობახიძის განცხადებითაც, სინამდვილეში ადგილზე მობილიზებული ოპოზიციის აქტივისტები უსტვენდნენ, თუმცა მმართველ გუნდს ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ასევე დაგაინტერესებთ