BMV – “რეალის” შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს

“რეალმა” უეფას სუპერ თასის შეხვედრაში “ატალანტა” 2:0 დაამარცხა და ეს თასი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა, რაც აბსოლიტური რეკორდია.
მატჩის შემდეგ პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ მადრიდელთა შემტევ ტრიოს ბელინგემს, მბაპესა და ვინისიუსს ახალი ზედმეტსახელი BMV მოუფიქრა.
ადრე “რეალში” გარეთ ბეილის, კარიმ ბენზემასა და კრიშტიანო რონალდუს ტრიოს BBC-ის ეძახდნენ.