საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, – იტყობინება სფფ-ის პრესსამსახური.
“ჯვაროსნები” ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას 7 სექტემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან დაპირისპირებით იწყებენ. ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო და თითოეულ მომხმარებელს ორი ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 25 453 მაყურებელს იტევს.