ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, მაგრამ ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა, შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როდესაც სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. შესაბამისად, აქტუალურიც არ არის ეს განცხადება. […]
დაჯილდოება მისი [პრეზიდენტის] საქმეა, როგორც მოგეხსენებათ დაჯილდოების ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა ამას როდის გააკეთებს, სად გააკეთებს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. რაც შეეხება ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება.