პრემიერი – ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ის, თუ რას ამბობს სხვა, მნიშვნელოვანია, დადგინდეს სიმართლე ღალატის შესახებ, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს

დღეს მნიშვნელოვანია, რომ გამოუძიებელი არ დარჩეს 2008 წლის ომი – ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ, რომ ჩაითრიონ ჩვენი ქვეყანა ომში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბრიფინგზე განაცხადა.
მ აღნიშნული კომენტარი გაეროში ს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა.
როგორც კობახიძემ განმარტა, წინა ხელისუფლებამ, აგვისტოს ომის შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ ჩანაწერი ამოიღო.
კობახიძის თქმით, მის წინამორბედებს ხალხისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ეშინოდათ.
„ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ის, თუ სხვა რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელვანია, დადგინდეს სიმართლე იმ ღალატის შესახებ, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა ომში ჩაითრიონ. მათ აქვთ ამის მცდელობა, უკვე ორ წელიწადზე მეტია, ამას აკეთებენ. დღეს მნიშვნელოვანია, რომ გამოუძიებელი არ დარჩეს 2008 წლის ომი, როცა იგივე მიმდინარე დანაშაულთან გვაქვს ჩვენ საქმე, მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ანალოგიური დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს და სისრულეში მოიყვანეს 2008 წელს.
საინტერესო დეტალია, რასაც, ალბათ, ასევე სჭირდება გამოძიება – ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას სისხლის სამართლის კოდექსიდან და ომის დასრულებიდან მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მიიღეს ეს კანონი. იმდენად ეშინოდათ საკუთარი ჩადენილი დანაშაულისა და პასუხისმგებლობის ამ დანაშაულზე ღალატის გამო, რომ ღალატის შესახებ ჩანაწერი ამოიღეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ისე, სხვათაშორის, კონსტიტუციიდანაც. წარამოიდგინეთ, რამხელა შიში ჰქონდათ ღალატის გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს საკუთარი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. ეს დეტალები აუცილებლად გამოსაძიებელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი – დანაშაულის გამო ამ პოლიტიკური ძალის დასჯა არის განსაკუთრებით პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული მათ მომავალში არა თუ არ ჩაიდინონ, მათ არ ექნებათ ამის რესურსი, არც ერთ შემთხვევაში ქართველი ხალხი მათ ამ მანდატს არ მიანიჭებს, თუმცა, რომ არ გაიფიქრონ ამ დანაშაულის ჩადენა, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ეს დანაშაული და დადგეს შესაბამისი სასჯელი ამ პოლიტიკური ძალის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ