პრემიერი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს – ჩვენი ამოცანაა, ოპოზიცია 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს და ძალიან კარგი შანსები აქვთ ამისთვის

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს – შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია და ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსები აქვთ ამისათვის , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შანსებზე საუბრისას განაცხადა,
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გორბის“ კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 6 მანდატი აკლდება საკონსტიტუციო უმრავლესობამდე და არჩევნებამდე „ეს დანაკლისი თავისუფლად აღმოფხვრადია“.
„ოპოზიცია კვლევებს არ აღიარებს, თუმცა ერთმანეთის მიყოლებით ერთიანდებიან იმისათვის, რომ როგორმე სცადონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. თუ არ აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა, რატომ ერთიანდებიან ერთმანეთის მიყოლებით? – რეალური სურათი რაც არის, თვითონაც კარგად იციან. ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევებიც და სურათი არის მსგავსი. ავიღოთ „გორბის“ კვლევა – მე გადავიანგარიშე და 107 მანდატი გამოგვდის, ოპოზიციას გამოსდის 43 მანდატი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 6 მანდატი გვაკლია ამ მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობამდე. ვფიქრობ, ეს დანაკლისი არის თავისუფლად აღმოფხვრადი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებული და წარვმართოთ სწორი კამპანია. ასეთ შემთხვევაში 113 მანდატის მიღება პარლამენტში, თავისუფლად შესაძლებელია. „გორბის“ მონაცემები ამას გვეუბნება, ჩვენი კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემები ამას გვეუბნება. შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია, „ქართული ოცნების“ მიერ, თუნდაც 113 მანდატის მიღება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ