საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერს ბმულით გადახდა დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ გადახდებს, გამორჩეულ ციფრულ პლატფორმას – გადახდების მენეჯერს სთავაზობს. ეს არის ერთიანი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია, როგორც არსებული გადახდების ნახვა და მართვა, ასევე ახალი გადახდის მეთოდების დამატება. პლატფორმა ახლახან განახლდა – გაუმჯობესდა მისი ინტერფეისი და დაემატა ბმულით გადახდის მეთოდი.