მიხაილო პოდოლიაკი – უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს

უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.
„ასეთი ქმედება შეიძლება მხოლოდ ფართო ტექნიკური და ფინანსური რესურსით განხორციელდეს და ვის ჰქონდა ეს ყველაფერი აფეთქების დროს? მხოლოდ რუსეთს. ს „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ, გერმანულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა. პოლონეთის პროკურატურაში დაადასტურეს, რომ გერმანული მხარის მიერ გაცემული დაკავების ორდერი მიიღეს, მაგრამ ეჭვმიტანილმა პოლონეთი ივლისში დატოვა.
დღეს, Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე მომხდარ ინციდენტში უკრაინის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. კერძოდ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტმა, მ დაამტკიცა, მოგვიანებით კი მისი გაუქმება სცადა, თუმცა უშედეგოდ. გამოცემა წერს, რომ ოპერაცია, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ს მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ