ბენიამინ ნეთანიაჰუს დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გუშინ ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, გამოცემა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება განიხილეს.