32 წლის ასაკში შაქირი უკლუბოდ დარჩა

MLS-ის ბინადარმა “ჩიკაგო ფაიარმა” გვაუწყა, რომ გამოცდილ შვეიცარიელ შემტევ ხერდან შაქირისთან კონტრაქტი ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
32 წლის ფეხბურთელი -ის კლუბის ღირსებას 2022 წლის თებერვლიდან იცავდა, რა დროშიც ჩატარებულ 75 შეხვედრაში თავი 16 გოლითა და 20 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
MLS-სამდე შაქირი “ბაზელის”, “სტოკის”, “ბაიერნის”, “ლივერპულის”, “ინტერისა” და “ლიონის” ღირსებასაც იცავდა.