– ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის” ვითომ კვლევა თუ „დაჩის ზღაპრები”, ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის

ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, უამრავ ადამიანს შევხვდით და ერთი რამ ნათელია, ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, შესაბამისად, ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის” ვითომ კვლევა თუ „დაჩის ზღაპრები”, ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვას, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება.
„ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვას, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ევროპისგან, -სგან იზოლირებულ ქვეყანაში სადაც არც სამუშაო ადგილია, უფრო მეტი სიღარიბეა და უფრო მეტი ქართველი გარბის ქვეყნიდან, თუ ევროკავშირის წევრ ერთიან საქართველოში, სადაც ქართველებს აქვე, საქართველოში აქვთ ცხოვრების ის პირობები, რისთვისაც უწევთ ქვეყნის და ოჯახების დატოვება. ძალა ერთობაშია! ერთიანობით გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი