გორში, აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა ფერადი ბეტონის ფილები, ბორდიურები და საჭიროების გათვალისწინებით მიწისქვეშა კომუნიკაციები.
„სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე, ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს.
ტროტუარების რეაბილიტაციამდე აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე ენერგოეფექტური პროექტი განხორციელდა, რომელიც ახალი გარე განათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა.
ორივე პროექტი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება“,- აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – რაც ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, იყო მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობის“, ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში – ძალიან უჭირთ კონსტრუქციულად იმოქმედონ