სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
პრემიერმინისტრმა მ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი, მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის ბრძანებას ხელი მ 14 აგვისტოს მოაწერა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.