მბაპემ სადებიუტო გაიტანა – “რეალმა” სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო

უეფას სუპერთასზე „რეალმა“ „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.
„სამეფო გუნდში“ მბაპეს დებიუტი შედგა. ბერგამოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს და პირველი ყველაზე სახიფათო მომენტი შექმნეს, როდესაც დე რონის ჩაწოდებული ბურთი მილიტაოსგან რიკოშეტით ხარიხას მოხვდა. პირველი ტაიმის დასასრულს შანსი მადრიდელებსაც მიეცათ – ბურთი რამდენიმე მეტრიდან ხარიხას როდრიგომ გაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პაშალიჩს „ბლანკოსის“ მეკარემ კურტუამ არ გაატანინა. შემდეგ „რეალი“ უპირატესობას დაეუფლა: 59-ე წუთზე კი ვინისიუსი მეურვეს დაუსხლტა, კარის წინ პასი ვალვერდეს გაუკეთა
და მან თავისი გუნდი დააწინაურა. მერე პირისპირ გასულ ვინისიუსს და ბელინგემს გატანა მეკარე მუსომ არ დაანება. სამაგიეროდ მბაპემ გაიტანა და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.
რეალი – ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 ვალვერდე (59), მბაპე (68)