დედამიწის კლიმატი „უკან არდაბრუნების“ რისკის წინაშე დგას, თუკი ტემპერატურა 1,5 °C-ზე მეტით მოიმატებს – კვლევა

მსოფლიოს კლიმატი უკვე ზღვარზეა და არავინ იცის, რა გზით წავა.
დედამიწის კლიმატის სისტემის ახალი მოდელის მიხედვით, თუკი გლობალური დათბობა პარიზის შეთანხმების მთავარ მიზანს გადააჭარბებს, შეიძლება გამოიწვიოს გარდამტეხ წერტილთა სერია, საიდანაც უკან დაბრუნება ან ძალიან ძნელი იქნება, ან საერთოდ შეუძლებელი.
ჩვენს ამჟამინდელ კლიმატურ ტრაექტორიაზე, 2300 წლისთვის ოთხი გარდამტეხი წერტილიდან ერთის გადალახვის რისკმა შეიძლება 45 პროცენტს მიაღწიოს.
შარშან, პირველად აღრიცხულთა შორის, წელიწადის 365-ვე დღის საშუალო ტემპერატურა 1°C-ით აღემატებოდა ინდუსტრიამდელი პერიოდის მაჩვენებელს, რასაც პლანეტა ძლიერ ახლოს მიჰყავს პარიზის შეთანხმების ზღვრის გადალახვასთან — ამ შეთანხმების მიზანია, რომ არ დავუშვათ, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიამდელი პეროდის მაჩვენებელს 1,5 °C-ზე მეტით გადააჭარბოს.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ეს მიზანი გააცამტვეროს. ზოგი კი ამტკიცებს, რომ ეს მიზანი რამდენიმე წლის წინ უკვე მოვსპეთ.
ახალი კვლევა გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის კლიმატურმა მეცნიერებმა, ტესა მოლერმა და ანიკა ერნესტ ჰოგნერმა ჩაატარეს.
ვრცლად პირველ არხზე