GORBI – საპარლამენტო ამ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელს“ – 13.1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 59.3%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 13.1%;
კოალიცია „ლელო“/„ – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ – 5.8%;
კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ – 5.5%;
„საქართველოსთვის“ – 4.8%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია – 3%;
„ევროპული საქართველო“ – 2.2%;
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 2.1%;
სხვა – 4.2%.
„იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ