ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას კურსკის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების იარაღის გამოყენების უფლება აქვს

უკრაინას კურსკის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების იარაღის გამოყენების უფლება აქვს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ BBC-სთან საუბარში განაცხადა.
ბრაჟეს თქმით, უკრაინას აქვს რუსეთში შესვლის უფლება, ისევე როგორც ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ეს უკრაინული იარაღია” და აღნიშნა, რომ “ნატო-ს ქვეყნებში სამართლის ექსპერტებს შორის კონსლუტაციებმა” დაადგინა, რომ “თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს კონტრშეტევის უფლებასაც”.
ბრაჟემ აღნიშნა, რომ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, თითქოს უკრაინის ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ პროპაგანდას წაროადგენს.
“პირველივე მომენტიდან უკრაინული კომუნიკაციიდან ძალიან ნათელი იყო, რომ მათი თავდასხმა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგაა”, – განაცხადა ბრაჟემ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აქამდე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნების მიერ გადაცემული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება “წითელ ხაზს” წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ