ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა ინტეგრირებული უნდა იყოს ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურზულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის სტრატეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ მან 30 ნოემბერს ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს კიევს ს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

“ჩვენი სტრატეგია სრულყოფილი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს, თუ იგი გაითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებს და მის სამრეწველო პოტენციალს”, – განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ამ იდეის განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებად, ევროკომისიის პრეზიდენტი, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების შესახებ კონსულტაციებში უკრაინის ჩართვას მიიჩნევს.
აგვისტოში ტოლედოში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე უკრაინისთვის 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ფონდის შექმნის შესახებ გამოცხადდა.

2024 წლიდან 2027 წლამდე ყოველწლიურად მიიღებს 5 მილიარდ ევროს დაფინანსებას იარაღისა და სასწავლო პროგრამებისთვის. ამის შესახებ მაშინ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირი 2024-2027 წლებზე გათვლით, ასევე ამზადებს დაახლოებით 50 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა 14-15 დეკემბერს გამართულ სამიტზე ამ დახმარების პაკეტს კენჭს უყრის. თუმცა, არსებობს შეშფოთება, რომ დახმარება შეიძლება დაბლოკოს უნგრეთმა.

ამავე დროს, ევროკავშირი აცხადებს, რომ მას აქვთ სათადარიგო გეგმა (ე.წ. “გეგმა B”), თუ ბუდაპეშტი ვეტოს გამოიყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს