მიმოქცევაში 2024 წელს გამოშვებული 100-ლარიანები ჩაეშვა

მიმოქცევაში 2024 წელს გამოშვებული 100-ლარიანები ჩაეშვა
დღეიდან ნათელა თურნავას ხელმოწერით მიმოქცევაში ახალი 100-ლარიანები გაეშვება – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი 13 აგვისტოთი დათარიღებული სებ-ის საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების დიზაინის და სხვა მახასიათებლების იდენტური იქნება და გამოშვების წლად 2024 მიეთითება. ახალ ბანკნოტებზე, რომლებიც ბაზარზე არსებულ მოძველებულ კუპიურებს ჩაანაცვლებს, განმასხვავებელი ის იქნება, რომ მასზე მითითებული არ იქნება „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის“ აღმნიშვნელი წარწერა.
ვრცლად bm.ge – ზე