ირანში ვეტერანი უფლებადამცველი ციხეში დაიბარეს გუტერეშისადმი წერილის ხელმოწერისთვის

ირანის ხელისუფლებამ უწყება გასცა ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადვოკატის, 76 წლის მოჰამად სეიფზადეს ხელახლა დაპატიმრებაზე. მას აპატიმრებენ მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, განაცხადა 14 აგვისტოს ირანის ადამიანის უფლებების ცენტრმა.
სეიფზადე რამდენიმე დღის წინ გამოიძახეს თეირანის ავადსახსენებელ ციხე ევინში და წაუყენეს ბრალდება – „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდა“ და „სიცრუის პუბლიკაცია“. მიზეზია ის, რომ სეიფზადე ერთ-ერთია 45 ირანელ აქტივისტს შორის, რომლებმაც ერთობლივი წერილი გაუგზავნეს გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს და მას მოუწოდეს, ხმა აღიმაღლოს ირანში პოლიტიკური მოტივით სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ, იტყობინება ირანის ადამიანის უფლებების ცენტრი და დასძენს, რომ ეს „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა“ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს