“ბაიერნმა” პარკაძე იჯარით ბერლინურ გუნდში გაუშვა

19 წლის შემტევი ლუკა პარკაძე “ბაიერნმა” ამჯერად იჯარით რეგიონული ლიგის ბერლინის “ალტგლინიკეში” კიდევ ორ ფეხბურთელთან – იაკობ მაიერთან და რობერტ დეზიელთან ერთად გაუშვა.
პარკაძე სეზონის დაწყების წინ მეორე ბუნდესლიგის “ელვერსბერგში” იმყოფებოდა სინჯებზე, მაგრამ როგორც ჩანს, მისი გუნდში დატოვება არ გადაწყვიტეს.
“მოხარული ვართ “ბაიერნის” კიდევ ერთ ტალანტს, ლუკა პარკაძეს მივესალმოთ და მიუნხენურ კლუბს თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით”, – განაცხადა “ალტგლინიკეს” სპორტულმა დირექტორმა ტორსტენ მატუშკამ.