„ლივერპული“ მამარდაშვილის ფსონს €35 მილიონამდე ზრდის, თუმცა „ვალენსია” €40 მლნ-ს ითხოვს – MARCA

„ლივერპული“ მამარდაშვილის ფსონს €35 მილიონამდე ზრდის, თუმცა „ვალენსია” €40 მლნ-ს ითხოვს – MARCA
„ლივერპულმა“, გიორგი მამარდაშვილის შესაძენად 35 მილიონ ევრომდე გაზარდა შეთავაზება „ვალენსიას“ მისამართით, სადაც ქართველი მეკარე ამ დროისთვის თამაშობს.
გადაწყვეტილება ახლა „ვალენსიას“ მფლობელმა, სინგაპურელმა ბიზნესმენმა პიტერ ლიმ უნდა მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა MARCA ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის დასათმობად 40 მილიონს ითხოვს. უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში კი, ესპანელი ჟურნალისტის თქმით, „ლივერპულის“ ინტერესი მამარდაშვილის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.
მამარდაშვილს ესპანური გამოცემა ევროპის აწმყოსა და მომავლის მეკარედ მოიხსენიებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ის ფასი, რასაც „ვალენსია“ მასში „ლივერპულისგან“ ითხოვს, არაა რეალური არსებული ბაზრისთვის.