ვიკა ბუკია: დედას ვინც ადანაშაულებთ, პირუტყვები ხართ ყველა

“ცეცხლმა არა, სიღარიბემ მოკლა ეს ბავშვები. ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის მერე ყველაფრის მრცხვენია, ყველაფრის მეუხერხულება, ყველაფერი გახდა სამარცხვინო – ჩვენი ყოფა და სიცოცხლე, სარგადაყლაპულები ვართ თითქოს, თავმოჭრილები ჩვენივე პრობლემებისა და სიხარულების გამო. ადამიანის ყოველდღიურობა გახდა უხერხული. რა ხელი აქვს ბავშვებთან ასეთ სიკვდილს..
საბრალო დედა. ბავშვებისთვის საშოვარზე გასული დედა, ბავშვები სიღარიბიდან რომ ამომძვრალიყვნენ.. და თურმე ისეთ სიღარიბეში დარჩნენ, მათი სიცოცხლე რომ იმსხვერპლა. ცეცხლმა არა, სიღარიბემ მოკლა ეს ბავშვები.
პ.ს. დედას ვინც ადანაშაულებთ, პირუტყვები ხართ ყველა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .

ასევე დაგაინტერესებთ