ახალგაზრდა, ნიჭირმა და მომხიბვლელმა მსახიობმა, რუსკა ქარქაშაძემ მაყურებელს თავი პოპულარული სერიალიდან “ხელოვნური სუნთქვა” დაამახსოვრა. პატარა მელანოსა და მისი მშობლების ირგვლივ განვითარებულ სევდიან, ტრაგიკულ, თუმცა საინტერესო ისტორიას სულ ცოტა ხნისწინ გაგრძელებაც მოჰყვა. სერიალის მეორე სეზონში რუსკას პერსონაჟი უკვე გაზრდილია, სტუდენტია და საავადმყოფოში მუშაობს.
რუსკა ქარქაშაძე დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში (ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა), ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალ „კომედი კიდსში“. 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“.
სერიალის მსგავსად, რუსკას ცხოვრებაშიც ბევრი სიახლეა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ პატარა ზუკაა. მსახიობი დედა გახდა, მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ.
“პირველად რომ დავინახე, მის გარდა ვერავის ვხედავდი. არ მჯეროდა, რომ მე ეს შევძელი. ჩემს ცხოვრებაში არის ცოცხალი ადამიანი, რომელზეც მთელი სიცოცხლე უნდა ვიზრუნო. ვფიქრობ, რომ შინაგანად მზად ვიყავი. მე და ლაშა მარტო ვუვლით, ღამეებს ვუთენებთ, ვასეირნებთ. მეუღლე ყველაფერს მიწყობს ხელს. მიყვარს ბავშვები და მინდოდა შვილი. რთული იყო, მაგრამ ყველა ასაკში რთულია პირველი შვილი”, – ამბობდა რუსკა ქარქაშაძე.
რუსკა ქარაქაშაძეს ჰყავს და-ძმა და მშობლები, რომელთა შესახებაც მას არაერთ გადაცემაში უსაუბრია. როგორც მსახიობი აღნიშნავს, ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი მამა, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და ყოველთვის მხარს უჭერენ. ამ სიას კი მისი მეუღლე, ლაშაც შეემატა:
· ვარსკვლავების “ბეიბი ბუმი” – რომელი ცნობილი ქართველი ქალი გახდა წელს დედა
„ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა. ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, – ამბობდა მსახიობი.
· ცნობილი ქართველები, რომლებმაც შვილებს ტრადიციული ქართული სახელები დაარქვეს
ამჯერად რუსკა მეუღლესთან ერთად ხორვატიაში მოგზაურობს: “ზუკამ კარგად დაისვენა, ახლა ჩვენი დროა”, – წერდა ის. რუსკა ზღვის სანაპიროდან გადაღებულ ულამაზეს კადრებს მეგობრებს საკუთარ გვერდზე უზიარებს: