ქართული ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიაში იყიდება, ყველაზე იაფად კი პოლონეთში – რეიტინგი

2024 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური ინფორმაციით, საექსპორტო შემოსავალმა 156.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტია. მთლიანად ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 54.4 ათას ტონა იყო.
TBC Capital-ის ინფორმაციით, მიღებული შემოსავლის მიხედვით, მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ ს ფედერაცია რჩება, რომელზედაც ექსპორტის 71% მოდის. რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება ჯამში 111.2 მილიონ დოლარს შეადგენდა, მოცულობა კი 40.8 ათასი ტონა იყო. მეორე ადგილზე პოლონეთია ($7.8 მლნ, 3 177 ტონა), მესამეზე კი ($6 მლნ, 2 209 ტონა).
TBC Capital-ის თანახმად, რაც 2023 წლის საექსპორტო ფასებს ეფუძნება, საქართველოდან ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიის ბაზარზე იყიდება, რაც 7.1 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფი ღვინო ექსპორტზე პოლონეთში გადის, სადაც საშუალო საექსპორტო ფასი 2.5 დოლარია.