იმერეთში, საჯარო მოხელეებმა მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს

იმერეთში, ბოლო ექვს თვეში საჯარო მოხელეებმა მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს. ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან „მთავარმა არხმა“ გამოითხოვა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა კანონი დაარღვია და გახარჯული საწვავის რაოდენობის შესახებ მონაცემი არ მიაწოდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, საჯარო მოხელეების მიერ გახარჯული საწვავის რაოდენობა ასეთია:
· წყალტუბო – 11 539 ლიტრი საწვავი, 30 434 ლარი;
· ბაღდათი – 26 540 ლიტრი, 74 739 ლარი;
· ტყიბული – 24 900 ლიტრი, 72 171 ლარი;
· ხარაგაული – 16 335 ლიტრი, 43 500 ლარი;
· ზესტაფონი – 11 711 ლიტრი, 31 000 ლარი;
· ქუთაისი – 39 979 ლიტრი, 106 283 ლარი;
· საჩხერე – 6 906 ლიტრი, 18 424 ლარი;
· სამტრედია – 12 255 ლიტრი, 35 324 ლარი.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, რა რაოდენობის საწვავი დახარჯეს ხონის მერიაში არ უპასუხეს, თუმცა ცნობილია, რომ დახარჯულია 45 767 ლარი.