ბანკებში გირაოს სახით 115 მლრდ ლარამდე უძრავ-მოძრავი ქონებაა ჩადებული – რეიტინგი

კომერციულ ბანკებს 2024 წლის მეორე კვარტალში გირავნობის უზრუნველყოფის სახით ჯამში 115 მლრდ ლარამდე აქტივები აქვთ მიღებული. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. აქტივებიდან უმეტესობა, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდის.
ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები (უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, ძვირფასი ლითონები) „ ბანკის“ ანგარიშზეა – 51.6 მლრდ ლარი, შემდეგ მოდის „ს“ 46.8 მლრდ ლარით, მესამე ადგილზე კი არის „ლიბერთი ბანკი“ – 5.7 მლრდ ლარის აქტივით.
რაც შეეხება კონკრეტულად საცხოვრებლის გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობას, პირველ და მეორე ადგილს აქაც „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ინაწილებენ.
უძრავი ქონების (საცხოვრებელი, კომერციული, მიწის ნაკვეთები და სხვა) გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობის მიხედვით -5 ბანკი შემდეგია:
· „საქართველოს ბანკი“ – 2024 წლის მეორე კვარტალში – 38.9 მლრდ ლარი; 2023 წლის მეორე კვარტალში – 34.8 მლრდ ლარი;
· „თიბისი ბანკი“ – 2024 წლის მეორე კვარტალში – 37.9 მლრდ ლარი; 2023 წლის მეორე კვარტალში – 32.9 მლრდ ლარი;
· „ლიბერთი ბანკი“ – 2024 წლის მეორე კვარტალში – 3.4 მლრდ ლარი; 2023 წლის მეორე კვარტალში – 3.2 მლრდ ლარი;
· „ბაზის ბანკი“ – 2024 წლის მეორე კვარტალში – 3.3 მლრდ ლარი; 2023 წლის მეორე კვარტალში – 3.4 მლრდ ლარი.
· „ტერა ბანკი“ – 2024 წლის მეორე კვარტალში – 2.3 მლრდ ლარი; 2023 წლის მეორე კვარტალში – 4.2 მლრდ ლარი.