Fitch-მა ისრაელის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ს საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სარეიტინგო სააგენტოს ცნობით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, Fitch-მა ქვეყნის რეიტინგი „A-plus“-დან „A“-მდე შეამცირა, ხოლო პროგნოზი ნეგატიურზე დატოვა.
„ჩვენი მოსაზრებით, ღაზას სექტორში კონფლიქტი 2025 წელსაც გაგრძელდება, არსებობს რისკები, რომ კონფლიქტი სხვა ფრონტებზეც გაფართოვდეს“, – განაცხადეს სარეიტინგო სააგენტოში.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ესკალაციის საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე კვირის წინ ირანში „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე, ხოლო ბეირუთში „ჰეზბოლას” სამხედრო ლიდერი ფუად შუკრი მოკლეს.