საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი ვალდებულებები კლიმატის მდგრადობის გასაუმჯობესებლად – ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრმა twitter-ზე დაპოსტა კონფერენციის შესახებ და თქვა, რომ მისთვის ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია.
“მოხარული ვარ, რომ ვესწრები კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას დუბაიში. მნიშვნელოვანია, ებრძოლო კლიმატის ცვლილების მზარდ სერიოზულ გავლენას მთელ მსოფლიოში.
საქართველო მზად არს შეასრულოს თავისი ვალდებულებები კლიმატის მდგრადობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა პროექტების შემუშავებით,” – ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი