სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში აფინანსებენ არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ „დემოკრატიულ“ ჰელოუინს

სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა თუ სხვა ინსტიტუციები საქართველოში აფინანსებენ არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ „დემოკრატიულ“ ჰელოუინს. ამის თქმის უფლებას მაძლევს იქ გამოფენილი ბანერები და არსებული ანტურაჟი. ნახეთ, როგორი მხარდაჭერილიც იყო ე.წ. ფესტივალი, იდგნენ მარგინალები და ერთმანეთის პავილიონებში გადადი-გადმოდიოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ასეთი „პოლიტიკური სეირნობების“ მოწყობის დაფინანსება თუ სურთ ზოგიერთ ინსტიტუციებს, რაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა, მაშინ უნდა იცოდნენ კიდეც, რომ ჩვენ მათ არ ვაღიარებთ, როგორც სამართლიან და მიუკერძოებელ მსაჯულებს ს შემდგომ და ამის ყველანაირი მორალური და სამართლებრივი უფლებაც გვექნება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ