აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას – საელჩო

აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ საქართველოში ამერიკელი პოლიტიკოსების, სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტი, განხილვის თემა არ ყოფილა.
საელჩო აცხადებს, რომ შტატებს სურს კარგი ურთიერთობა, ამისათვის პირველი ნაბიჯს კი საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან.
“არც დეზინფორმაცია და არც სპეკულაცია არ უწყობს ხელს უთანხმოების მოგვარებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს ყოფილი პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი არ ყოფილა განხილვის თემა, არამედ ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ველოდებით წინადადებას”, – წერია -ის საელჩოს განცხადებაში.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ.
სენატორი და კონგრესმენი ვიზიტის დროს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ სა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ეს არის აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ