ლაშა ბუღაძე: “ღმერთმა აცხონოს” და “უფალს ებარებოდნენ” კი არა – პასუხი მოთხოვეთ!

““ღმერთმა აცხონოს” და “უფალს ებარებოდნენ” კი არა – პასუხი მოთხოვეთ! ღმერთი აცხონებს, თქვენი ფეისბუქ-კომენტარების გარეშეც, ცრემლიანი სმაილით… თქვენ თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ! ეს “ღმერთმა აცხონოს” უკვე ავტომატურ რეჟიმში გადასული სახალხო უპასუხისმგებლობის შელოცვად იქცა” – წერს მწერალი სოციალურ ქსელში.

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი 12 აგვისტოს, ღამით, გაჩნდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, დედას მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა და ბავშვები ხშირად რჩებოდნენ მარტო. ხანძრის დროს უფროსმა და-ძმამ ბინიდან დროულად გამოსვლა შეძლო. ექვსი წლის ტყუპები კი ადგილზე მისულ მაშველებს გარდაცვლილები დახვდათ.

ასევე დაგაინტერესებთ