ბათუმში, სასტუმრო “ლ ბაკურში” ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლ ბაკურში“ ცეცხლი გაჩნდა. როგორც BM.GE-ს საგანგებო სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია
მათი ინფორმაციით, ხანძარი სასხვენო გადახურვაში იყო, რომელიც უკვე ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე, ხალხის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაშავებულებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.