ნენე კვინიკაძე: გამოძახებულმა ელექტრიკოსმა მუშაობის დროს მითხრა: წყნეთში ერთ ოჯახში დენის ჩასაჭრელად გამაგზავნეს; ფიცრულის კარი ბავშვმა გამიღო და …

“ერთხელ გამოძახებულმა ელექტრიკოსმა მუშაობის დროს მითხრა: წყნეთში ერთ ოჯახში დენის ჩასაჭრელად გამაგზავნეს; ფიცრულის კარი ბავშვმა გამიღო და იქვე დავინახე ლოგინადჩავარდნილი ბებიაო. ვერ ჩავჭრიდი დენს იქ, სადაც ელექტროქურაზე საჭმელს პატარა ბიჭი ამზადებსო. ამ კაცს ხელფასიდან თანხა ჩამოაჭრეს. გაბრაზდა და სამსახურიდან წამოვიდა.
მითხრა: აღარ მიდარდია. სხვა შემთხვევაში ღამე რა დამაძინებდაო,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, სცენარისტი ნენე კვინიკაძე.
შეგახსენებთ, ზუგდიდში ხანძარი, სავარაუდოდ, სანთელმა გააჩინა. ოჯახს გადაუხდელობის გამო დენი ჩაჭრილი ჰქონდა და დედამ შვილებს ანთებული სანთელი დაუტოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ