წელს ტურიზმის შესავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს – Galt & Taggart

2024 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მლრდ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 9.1%-იანი ზრდაა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა.
„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 9.1%-იანი ზრდაა. 2024 წელს ტურიზმის შესავლები ჩვენი პროგნოზით 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს)“, – წერია მიმოხილვაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას ამ დროისთვის მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული. მათი ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).