ირანის საგარეო უწყება – საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი უტიფრად მოითხოვენ ირანისგან, არ უპასუხოს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის მოწოდებებს, რომ ირანმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება ისრაელთან მიმართებაში პოლიტიკური ლოგიკა არ გააჩნია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„სიონისტური რეჟიმის (ს) დანაშაულების ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, E3-ის განცხადება უტიფრად მოითხოვს ირანისგან, არ უპასუხოს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა.
მისი თქმით, თეირანს გადაწყვეტილი აქვს, შეაჩეროს ისრაელი და მოუწოდებს პარიზს, ბერლინსა და ლონდონს ერთხელ და სამუდამოდ აღუდგეს წინ ღაზაში მიმდინარე ომს.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა და დასავლეთის მთავრობების ფართო პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიმართ ღაზას კრიზისის რეგიონული გაფართოების მთავარი ფაქტორებია“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდა, თავი შეიკავოს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებისგან გასულ თვეში თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო შურისძიების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ