ვლადიმერ პუტინი მაჰმუდ აბასს – ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთმა დღეს, სამწუხაროდ, უნდა დაიცვას თავისი ხალხი იარაღით ხელში, მაგრამ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, პალესტინაში, ჩვენი მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება

რუსეთის ლიდერი ნოვო-ოგარევოში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრას მართავს.
„ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთმა დღეს, სამწუხაროდ, უნდა დაიცვას თავისი ინტერესები, დაიცვას თავისი ხალხი იარაღით ხელში, მაგრამ ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რაც ხდება პალესტინაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის დაწყებისას.
მისი მტკიცებით, მოსკოვი დიდი ტკივილითა და შეშფოთებით ადევნებს თვალს ღაზის სექტორში დატრიალებულ ჰუმანიტარულ კატასტროფას და ყველაფერს აკეთებს პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთმა პალესტინაში 700 ტონა ტვირთი გაგზავნა.
ამასთან, პუტინის თქმით, ყოველთვის მხარს უჭერდა პალესტინა-ს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
„გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია, ეს არის ის, რომ ამ პრობლემის ფესვები შორს წარსულშია და დაკავშირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში, გაერო-ს დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების უგულებელყოფასთან, გადაწყვეტილებების, რომელიც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ეხება“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ