“ძალიან ბევრი მისთვის ახლობელი ადამიანი ეძებდა, მისთვის ძვირფასმა სვანმა მაშველმა ბიჭებმა იპოვნეს და დააბრუნეს”

“აჩის პანაშვიდი იქნება დღეს და ხვალ 5 საათიდან. მიხელ ზანდუკელის 21 ნომერში. გასვენება ხუთშაბათს, 15 აგვისტოს. გასვენების დეტალები დაზუსტდება და შეგატყობინებთ.
რაღაც მომენტში უკეთ დავწერ ჩემს ძმაზე და იმ ღირსეულ, ერთიან სიტუაციაზე რაც სვანეთში მისი ძებნის და პოვნის დროს იყო. სვანურ დატირებასა და გაცილებაზე, რომელიც ასე მოუხდა და იმსახურებდა. იმ მისთვის ძვირფას ადამიანებზე, რომლებიც მის საპოვნელად ძალიან სახიფათო ადგილებში უსწრაფესად შევიდნენ და ძალა არ დაიშურეს რომ ეპოვნათ.
ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში (მისთვის ყველაზე შინაური და საყვარელი მხარე) წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა თუ ნაადრევად წასვლა ეწერა. მთლიანად შხელდის ტრავერსი იყო ხალისით და სიცილით სავსე, ბოლო ზარი იყო ბედნიერი. ბოლო წუთებში იყო თავის ბიჭებთან ერთად რომლებზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა და ყველაზე დიდი შვება მისთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც არის ის რომ მისი სამი ჯილა ცოცხალი დავიბრუნეთ, თუმცა ასე დაღდასმულები.
ძალიან ბევრი მისთვის ახლობელი ადამიანი ეძებდა, მისთვის ძვირფასმა სვანმა მაშველმა ბიჭებმა იპოვნეს (მათ სახელებსაც დავწერ შემდეგ) და დააბრუნეს.
არც წარმომიდგენია როგორი იყო გიო ნიგურიანის და ბესო ხერგიანისთვის აჩისთვის სამაშველოს დაგეგმვა და მოწყობა, როცა ერთ ოჯახად უცხოვრიათ.
ეხლა ძალიან ბევრი ადამიანის სახელს უნდა ვწერდე და აუცილებლად დავწერ, მაგრამ იქამდე:
ჰე, გიო… ბაქარ, თემო! მე მაინც ხო ვიცი რა ელდით და რა გულით, რა სიჩქარით ეძებდით თქვენს ბიჭს. გისამძიმრებთ.
და აქვე აჩის ნაწერი ოდეს მთაში წასვლამდე: ნახვამდის ხალხნო!
ჩვენ ერთ მთვარეს და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით.
ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!
ფოტო: იმდღეს. 1 აგვისტო, ორნი თეთნულდზე, ” – წერს არჩილ ბადრიაშვილის და, რუსუდან ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სინდისზეა, ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა!

ბიძინა ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი – პირობას გაძლევთ, ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა – ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

ბიძინა ივანიშვილი – კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც – ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას