რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ალსუ კურმაშევას რუსეთის სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

დღეს, 1 დეკემბერს ყაზანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და პატიმრობის ვადა ორი თვით, 2024 წლის 5 თებერვლამდე, გაუხანგრძლივა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტს ალსუ კურმაშევას.
ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ ს ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.
“ალსუმ 45 დღე გაატარა რუსეთში გისოსებს მიღმა და დღეს მას უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა გაუხანგრძლივეს“, – განაცხადა რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი გედმინმა. „მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მისცეს ალსუს საკონსულოსთან წვდომა, რაც მისი, როგორც -ის მოქალაქის უფლებაა. ალსუ უნდა გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს“.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცნობილი 18 ოქტომბერს გახდა. ამ დღეს რუსი სამართალდამველები ალსუს დედის ბინაში მივიდნენ. ჟურნალისტი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
23 ოქტომბერს ყაზანის რაიონულმა სასამართლომ ალსუ კურმაშევა საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნა 5 დეკემბრამდე. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
26 ოქტომბერს ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თათრეთის უზენაესმა სასამართლომ ალსუ პატიმრობაში დატოვა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “მემორიალმა” ალსუ კურმაშევა, პოლიტპატიმრად აღიარა.
ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „კოალიციამ ქალები ჟურნალისტიკაში“, ეროვნულმა პრესკლუბმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და კიდევ 12-მა ორგანიზაციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მიმართეს მოწოდებით, „დაჩქარდეს პროცესი და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს“ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა „არამართლზომიერად დაკავებულად“. ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.
ალსუ კურმაშევას დაკავება დაგმეს კანადის, ჩეხეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და შვედეთის მთავრობებმა, ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ. ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმამ ალსუს გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციებმა ასევე დაგმეს ალსუს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. მათ შორის: Amnesty International-მა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, Freedom House-მა, PEN America-მ. რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ “ალსუ კურმაშევას დაკავება არის რუსეთის უცხოური აგენტების კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ყველაზე საშინელი მაგალითი დამოუკიდებელი პრესის წინააღმდეგ”.
ალსუ კურმაშევა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტია 1990-იანი წლების ბოლოდან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის აშუქებდა ეთნიკური უმცირესობების კულტურასა და უფლებებს თათრეთსა და ბაშკირეთში. ის ჰყვებოდა ინიციატივებზე, რომელთა მიზანია თათრული ენისა და კულტურის დაცვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისგან, რაც შესამჩნევად გაძლიერდა უკანასკნელ წლებში.
ალსუს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – აშშ-ისა და რუსეთისა. დაკავებამდე ის ში ცხოვრობდა ქმართან და შვილებთან ერთად. მაისის შუა რიცხვებში ის მშობლიურ ყაზანში ჩავიდა ოჯახური გარემოებების გამო. 2 ივნისს ყაზანის აეროპორტში, პრაღაში გაფრენამდე, ალსუ დააკავეს. მას ჩამოართვეს ამერიკისა და რუსეთის პასპორტები. რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მეორე მოქალაქეობის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამ საქმის გამოძიება რამდენიმე თვე გაჭიანურდა. მხოლოდ ოქტომბერში მიუსაჯა მას ყაზანის სასამართლომ 10 ათასი რუბლი ჯარიმის გადახდა. ამის შემდეგ ის კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით.
RFE/RL-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფ გედმინმა “ღრმა იმედგაცრუება” გამოხატა სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამო და გამოვიდა ჟურნალისტის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ