14 აგვისტოდან თბილისში მსოფლიო ქალთა გრან-პრის გათამაშების პირველი ეტაპი იწყება

14 აგვისტოდან თბილისში სტარტს აიღებს 2024-25 წლის, მსოფლიო ქალთა გრან-პრის გათამაშების პირველი ეტაპი.
გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის — ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის და ქალთა ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება.
„გრან-პრის სერია ორი წელი გრძელდება და მის ფარგლებში ექვსი ტურნირი ტარდება თითოეულში 10 მოჭადრაკის მონაწილეობით.
სერიის ყველა მონაწილე ვალდებულია 3 მათგანში მიიღოს მონაწილეობა, მონაწილეებს ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით.
დაგროვილ ქულათა საერთო ჯამით ორი საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს მონაწილეობის უფლებას 2026 წელს დაგეგმილ ფიდეს კანდიდატთა ტურნირში ქალთა შორის, სადაც გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან ითამაშებს“, – ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურნირში 10 მოჭადრაკე ითამაშებს და მათ შორის ორი ქართველი მონაწილე იქნება: ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი.
მათ გარდა თბილისში იასპარეზებენ: ანა და მარიამ მუზიჩუკები (), სარასადატ ხადემალშარიეჰი (ესპანეთი), ალეკსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია), რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი), ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი, ბიბისარა ასაუბაიევა (ყაზახეთი) და სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი).

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას