ჰელსინკის კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო – ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?!

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც – „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“, Facebook-ზე ეხმიანება.
„დანია ფესტივალებს გვიფინანსებს და სააკაშვილის პორტრეტებს გვიფრიალებს დემოკრატიის სახელით… აქეთ კიდევ, ჰელსინკის კომისიამ, ქოლ-ცენტრების ფულით ავიწროებენ ოპოზიციას საქართველოშიო… უკაცრავად და, სკანდინავიაში თეთრი ღამეები დაეწყოთ, თუ, აბა, რა „ჩამოაბნელეს“, ხომ კარგად არიან?! საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული თაღლითი კეზერაშვილი, რომელსაც „მისტერ-ოფშორით“ იცნობენ და ბრალი ედება ქოლ-ცენტრებით ევროპელი პენსიონერების ძარცვაში, აფინანსებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო? ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?! აბა, როგორ დავიჯერო – კეზერაშვილის ჯიბეზე დასხდნენ ესენიც?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი