გიორგი იაკობაშვილი „ნაცმოძრაობის“ იმ წევრების სიას აქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დატოვეს

For.ge-ის რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველო დატოვეს და საზღვარი გადაკვეთეს.
მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს: გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს; დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს; კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს; , პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;
გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოს; ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს; დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;
ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს; რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს; , საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს; გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს, 16:00 საათზე; ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით; კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;
გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში; გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;
ნინო ენუქიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს; მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12 აგვისტოს, 00.02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა; დაბრუნდა 12 აგვისტოს შუადღისას;
პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12 აგვისტოს; თამარ კოვზირიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – საქართველოში დაბრუნდა 14 აგვისტოს; ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს სარფის საზღვარი გადმოკვეთა თურქეთიდან; გოდერძი ბუკია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს გადმოვიდა წითელი ხიდით საქართველოში“, – წერს გიორგი იაკობაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით