ლოს-ანჯელესში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ამერიკის გეოლოგიური კვლევის სამსახურის განცხადებით, ლოს-ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიაზე 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ძლიერი რყევა იგრძნეს. ლოს-ანჯელესის მცხოვრებლების თქმით, ბევრ ადგილას შუშები და ჭურჭელიც ზანზარებდა. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი აცხადებს, რომ გამოძახებები მიწისძვრის შედეგად რაიმე შენობის დაზიანების ან ადამიანთა დაშავების თაობაზე, არ მიუღია.
ამინდის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ არც ცუნამია მოსალოდნელი.
მიწისძვრა იგრძნეს ლოს-ანჯელესის გარეუბნებში და შედარებით ფართო არეალშიც – სამხრეთით სან დიეგოში, აღმოსავლეთით პალმ სპრინგის უდაბნოს რეგიონშიც. რამდენიმე შეტყობინება დაფიქსირდა ჩრდილო-დასავლეთით, ლოს-ანჯელესიდან 100 მილშიც.

ასევე დაგაინტერესებთ