დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია მოუწოდებს ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს

მოვუწოდებთ ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს, – ამის შესახებ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განვიხილეთ. დაძაბულობის დეესკალაციისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოვხატეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების შესახებ აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის მოწოდებას მხარს უჭერენ.
„ირანის აგრესიისგან და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმებისგან ისრაელის დასაცავად მხარდაჭერა გამოვხატეთ. მოვუწოდეთ ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს და მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში რეგიონული უსაფრთოხებისთვის სერიოზული შედეგები განვიხილეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი