ზელენსკი აღიარებს კურსკში შეჭრას, ამბობს, რომ რუსეთი იძულებული უნდა გახდეს დათანხმდეს მშვიდობას

უკრაინის ლიდერებმა, მათ შორის პრეზიდენტმა მ და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ პირველი საჯარო განცხადებები გააკეთეს მათი ძალების მოულოდნელ შეჭრაზე ს კურსკის რეგიონში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი “იძულებული უნდა გახდეს დათანხმდეს მშვიდობას”.
“რუსეთმა ომი სხვებს მოუტანა და ახლა ომი სახლში ინაცვლებს. ს ყოველთვის მხოლოდ მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას ნამდვილად უზრუნველვყოფთ” – თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში, 12 აგვისტოს. “რუსეთი იძულებული უნდა გახდეს დათანხმდეს მშვიდობას, თუკი [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინს ასე ძალიან უნდა ომი” – ამბობს უკრაინის ლიდერი.
ზელენსკი გამოდის სამშვიდობო გეგმით, რომელიც მოიცავს რუსეთის ძალების გასვლას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თუმცა პუტინი კვლავ თავის პოზიციაზეა – რომელსაც გადაჭრით უარყოფს – რომ უკრაინამ რუსეთს უნდა გადასცეს აღმოსავლეთის და სამხრეთის ოთხი რეგიონი, რომლებიც რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს და რომლებზეც მთლიანად აცხადებს პრეტენზიას.
ზელენსკის თქმით, საზღვრის მიღმა, რუსეთში წარმოებული ოპერაცია წარმოადგენს “მხოლოდ უსაფრთხოების საკითხს” მისი ქვეყნისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისმა ძალებმა დაიკავეს ის საზღვრისპირა არეალები, რომლებსაც რუსეთი იყენებდა უკრაინის სუმის რეგიონის წინააღმდეგ 2100-მდე თავდასხმაში, 1 ივნისის შემდეგ.
სირსკიმ საზღვრის მიღმა ოპერაციის შესახებ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში 12 აგვისტოს თქვა, რომ კურსკის რეგიონში მისი ძალები აკონტროლებენ 1000-მდე კვადრატულ კილომეტრს.