დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანის ან „ჰეზბოლას“ შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურ მზადყოფნაშია

ირანის ან „ჰეზბოლას“ შესაძლო თავდასხმის გამო შეიარაღებული ძალები მაქსიმალურ მზადყოფნაშია, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„ბოლო დღეებში ჩვენს მტრებსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, განსაკუთრებით „ჰეზბოლასა“ და ირანს“, – განაცხადა ჰაგარიმ.
ჰაგარიმ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებების მითითებებში ცვლილებები ჯერჯერობით არ არის.
„ჩვენი მტრების განცხადებებს სერიოზულად განვიხილავთ, შესაბამისად, თავდაცვითი და შეტევითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე ვართ“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ