ისრაელის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს აკრიტიკებენ ღაზის ომის მიზნებთან მიმართებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიანინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა 12 აგვისტოს ერთმანეთი გააკრიტიკეს, რითიც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ს ხელისუფლებაში არსებული ღრმა უთანხმოება, იმ ფონზე, როცა არსებობს ღაზის ომის უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე.
მედიაში გავრცელდა გალანტის სიტყვები, რომლებითაც ის უგულებელყოფდა ნეთანიაჰუს განცხადებას – რომ ომის მიზანია სრული გამარჯვების მოპოვება ისლამისტურ მოძრაობა ჰამასზე, რომელიც -ის და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. გალანტმა ნეთანიაჰუს განცხადებას უწოდა “სისულელე”, რის შემდეგაც საპასუხო განცხადება გაავრცელა ნეთანიაჰუს ოფისმა. “როცა გალანტი ისრაელის საწინააღმდეგო ნარატივს იყენებს, ის ზიანს აყენებს მძევლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შანსს” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ