სირსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.
შედარებისთვის, ეს თბილისის ფართობზე [726 კვ. კმ] მეტია.
სირსკის განცხადებაზე „მედუზა“ იუწყება. გამოცემის ცნობით, სირსკიმ ეს განცხადება ზელენსკისთან თათბირზე გააკეთა.
რუსული მხარის ცნობით, კურსკში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.
უკვე თითქმის ერთი კვირაა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.
მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგიერებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ