კურსკის ოლქის 28 დასახლებულ პუნქტს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

კურსკის ოლქის 28 დასახლებული პუნქტი ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა, ამის შესახებ ს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, საზღვრებთან არსებული ვითარებასთან დაკავშირებულ თათბირზე მოახსენა ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა.
მისი განცხადებით, საბრძოლო შეტაკებების ხაზი არასტაბილური და ბუნდოვანია, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში არიან შესული. ბრძოლა მიმდინარეობს და აკონტროლებს 489 კვადრატულ კილომეტრს.
უცნობია, უკრაინელების მიერ დაკავებული ტერიტორიაზე მცხოვრები ორი ათასი ადგილობრივის ბედი, მათთან კავშირი ვერ მყარდება.
სმირნოვმა პუტინს აცნობა ასევე, რომ 6 აგვისტოს კურსკის ოლქში უკრაინული არმიის შეტევის შემდეგ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, 121 ადამიანი დაშავდა მათ შორის 10 ბავშვია.
სმირნოვის თანახმად, კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია და დამოუკიდებლად გავიდა 212 ათასი მცხოვრები. 181 ათას ადამიანს ესაჭიროება ევაკუაცია.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ცდილობს დატოვოს საცხოვრებელი რეგულარული სროლისა და დრონების თავდასხმის გამო.
მისი თქმით, სასაზღვრო ქალაქი შებეკინო უკვე დატოვა 50-70-მა პროცენტმა „დაძაბულობა მოსახლეობას შორის იზრდება“, – განაცხადა მან.
სასაზღვრო კრასნოიარუჟსკის რაიონიდან ხელისუფლებას ხალხი უფრო უსაფრთხო ადგილებში გაჰყავს, გლადკოვმა აღნიშნა, რომ სროლის გამო ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ვერ ახერხებს სასაზღვრო რაონებში ინფრასტრუქტურის აღდგენას.
ვლადიმირ პუტინმა თათბირზე უარყო უკრაინელ მეთაურობასთან მოლაპარაკების შესაძლებლობა განაცხადა რომ კიევთან. „არაფერია სალაპარაკო“. მანვე განაცხა, რომ არ გამორიცხავს რუსეთთან სასაზღვრო რეგიონებზე მორიგ თავდასხმას, მათ შოროს ბრიანსკის ოლქზე.
პუტინმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე, თავის მოქმედებებს “უპირობოდ მიიღებს საკადრის პასუხს” და “სპეცოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”.
უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელებმა კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს 30-35 კილომეტრის მანძილზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად