სამხრეთ აფრიკული Gold Fields–ი კანადურ Osisko Mining-ს ყიდულობს

სამხრეთ აფრიკული ოქროს მომპოვებელი კომპანია Gold Fields–ი ყიდულობს კანადურ Osisko Mining-ს 2,16 მილიარდ კანადურ დოლარად (1,57 მილიარდ დოლარად).
როგორც Gold Fields-ის პრესრელიზშია ნათქვამი, ტრანზაქციის შედეგად ის მოიპოვებს სრულ კონტროლს კანადის ოქროს ერთ-ერთი უდიდესი საბადოს, Windfall-ის განვითარების პროექტზე. ამჟამად ამ პროექტში თანაბარი წილით მონაწილეობენ Gold Fields-ი და Osisko Mining.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ